Accentnews.ge
ბოლო 24 საათში იტალიაში ინფიცირებულთა რაოდენობა თითქმის გაორმაგდა

ბოლო 24 საათში იტალიაში ინფიცირებულთა რაოდენობა თითქმის გაორმაგდა

16/04/2020 18:21:39 მსოფლიო

დღე–ღამის განმავლობაში იტალიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. დღეს ქვეყანაში Covid-19-ით 525 ადამიანი გარდაიცვალა და 3 786 დაინფიცირდა, გუშინ კი 578 დაიღუპა და 2 667 დაინფიცირდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში Covid-19–მა 22 170 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 168 941, გამოჯანმრთელებულია 40164.

ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 134 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 080 000–ს გადააჭარბა, 511 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 348 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 76 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S