Accentnews.ge
პუტინმა სამხედრო აღლუმი გადადო

პუტინმა სამხედრო აღლუმი გადადო

16/04/2020 17:22:35 მსოფლიო

კორონავირუსის პანდემიის გამო რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი გადადო.

ამის შესახებ მან დღეს განაცხადა და აღლუმის ახალი თარიღი არ დაუკონკრეტებია. როგორც ქვეყნის ლიდერმა განმარტა, აღლუმისთვის მზადება უკვე ახლაა დასაწყები, თუმცა სადღეისოდ “მეტისმეტად მაღალია რისკები ეპიდემიისა, რომლის პიკი ჯერ გადალახული არ არის”.

«ამჟამად ჩვენს წინაშეა, პირდაპირ ვთქვათ, რთული არჩევანი. 9 მაისი ჩვენთვის წმინდა თარიღია, მაგრამ ასევე წმინდაა თითოეული მოქალაქის სიცოცხლე», – განაცხადა პუტინმა და თავდაცვის მინისტრსა და სხვა ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელ პირებს სამხედრო აღლუმისა და სხვა საზეიმო ღონისძიებებისთვის მზადების განრიგის შეცვლა დაავალა.

მანამდე ვეტერანთა სამმა ორგანიზაცამ პუტინს აღლუმის იმ დროისთვის გადადების თხოვნით მიმართა, როცა “აღპუმი ყველა მისი მონაწილისთვის არა საფრთხე, არამედ მშვიდობის ზეიმი იქნება”.

წელს რუსეთის ხელისუფლება აღლუმზე 15 ათასი ადამიანისა და თითქმის 400 ერთეული სამხედრო ტექწნიკის გაყვანას გეგმავდა. საზეიმო ღონისძიებებზე მიწვეულები იყვნენ მსოფლიო ლიდერები, რომელთაგან თანხმობა ჰქონდათ გაცხადებული საფრანგეთის, ინდოეთის, კუბის, ვენესუელისა და ჩეხეთის ხელმძღვანელებს. თავიდან რუსეთის ხელისუფლება აღლუმის გადადების შესაძლებლობას გამორიცხავდა.თავდაცვის სამინისტრო ღონისძიების მაყურებლების გარეშე ჩატარების შესაძლებლობაზე საუბრობდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S