რომში 206 ევროთი დააჯარიმეს 60 წლის ქალი, რომელმაც საგანგებო რეჟიმის დროს ქუჩაში კუ გაასეირნა
16/04/2020 16:57:23 მსოფლიო
რომში 206 ევროთი დააჯარიმეს 60 წლის ქალი, რომელმაც საგანგებო რეჟიმის დროს ქუჩაში კუ გაასეირნა, – იუწყება იტალიური მედია.
პანდემიის გამო იტალიაში საგანგებო რეჟიმი მოქმედებს. იტალიელებს შინიდან გასვლისას ევალებათ, შეავსონ სპეციალური ანკეტა, რომელსაც მოთხოვნის შემთხვევაში სამართალდამცველებს აჩვენებენ. ამ ანკეტაში მითითებული უნდა იყოს სახლიდან გასვლის მიზეზი. იმ შემთხვევაში თუ მათი შინიდან გასვლის მიზეზი, საგანგებო რეჟიმით გათვალისწინებულ ზომებში არ შედის, მათ დაჯარიმება ემუქრებათ.
სააღდგომო პერიოდში იტალიაში პოლიციამ ათასობით მოქალაქე დააჯარიმა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში Covid-19-მა 22 170 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 168 941, გამოჯანმრთელებულია 40 164.


