Accentnews.ge
ზუგდიდში, სენაკსა და ფოთში სასაფლაოები დაიხურება

ზუგდიდში, სენაკსა და ფოთში სასაფლაოები დაიხურება

16/04/2020 11:14:47 რეგიონები

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით რეგიონის დიდ ქალაქებში, ზუგდიდში, სენაკსა და ფოთში სადღესასწაულოდ სასაფლაოები დაიხურება.

,,ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე ზუგდიდში, ფოთსა და სენაკში სასაფლაოები დაიხურება. ეს ხდება ისევ და ისევ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ძალიან ვთხოვ ჩვენს მოსახლეობას დაემორჩილონ მოთხოვნებს და გაითვალისწინონ რეკომენდაციები რასაც სპეციალისტები გასცემენ“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა.

ალექსანდრე მოწერელიას განცხადებითვე, მოხდება აგრარული ბაზრების დახურვა. დღემდე ფოთის და ზუგდიდის ბაზრები ნაწილობრივ ფუნქციონირებდა, დღიდან დისტანციის დაუცველობის გამო ზუგდიდის, ხვალიდან კი ფოთის ბაზრები იხურება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S