Accentnews.ge
ესპანეთში კორონავირუსით  გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა

ესპანეთში კორონავირუსით  გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა

16/04/2020 10:52:22 მსოფლიო

ესპანეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა.

ბოლო 24 საათში დაავადებით 551 ადამიანი დაიღუპა და 5 183 დაინფიცირდა, გუშინ კი 523 გარდაიცვალა და 5092 დაინფიცირდა.

უკანასკნელი მონაცემებით, ქვეყანაში დაავადებამ 19,130 ადამიანი შეიწირა, ინფიცირებულია 182 816, გამოჯანმრთელებულია 74797.

ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 134 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 080 000–ს გადააჭარბა, 511 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 336 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 74 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S