რუსეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 27 ათასს გადააჭარბა
16/04/2020 09:34:38 მსოფლიო
რუსეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე 27 ათასს გადააჭარბა, კერძოდ, ამ დროისთვის 27938 შემთხვევაა დადასტურებული.
მათგან გამოჯანმრთელებულია 2304 მოქალაქე. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის 78 რეგიონში ჯამურად 3448 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, - იუწყება კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი.
მას შემდეგ, რაც ჩუკოტკაზე პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ალტაის რესპუბლიკა ერთადერთ რეგიონად რჩება, რომელსაც პანდემია ჯერ არ შეჰხებია.


