საქართველოში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა მეორედ დაფიქსირდა
16/04/2020 06:13:21 საზოგადოება
საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 336 შემთხვევაა დადასტურებული. ამდენად, ბოლო 24 საათში 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. განახლებული მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ვებ–გვერდზე განთავსდა.
როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, ამ დროისთვის ინფიცირების წყარო ყველა შემთხვევაში დადგენილი არაა და მიმდინარეობს ეპიდკვლევა.
336–დან 74 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5000, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 494.
გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
ამ დროისთვის ჯამში კლინიკებში 262 კოვიდპაციენტი მკურნალობს.
პირველად საქართველოში 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 14 აპრილს, რაც ეპიდემიოლოგებმა "ნახტომისებურ" ზრდად შეაფასეს და საგანგაშო სიგნალად მიიჩნიეს. მათი პროგნოზით, თუ მოქალაქეები რეკომედაციას – დარჩი სახლში არ გაითვალისწინებენ, მაისის დასაწყისში ქვეყანაში ათასობით ინფიცირებული იქნება და ჯანდაცვის სფეროზე განხორციელებული წნეხის გამო, ყვეყოლება გვექნება დანაკარგიც.
იცილეთ ასევე: "გავიგოთ, გავითავისოთ, ვართ საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან განმეორდება იტალია"


