Accentnews.ge
კორონავირუსის გავრცელების კუთხით საქართველოს სამეზობლოში არსებული ვითარება

კორონავირუსის გავრცელების კუთხით საქართველოს სამეზობლოში არსებული ვითარება

16/04/2020 05:40:57 მსოფლიო

საქართველოს სამეზობლოში ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით ყველაზე მძიმე მდგომარეობა, ოფიციალური მონაცემებით, თურქეთშია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავდებით 107 ადამიანი გარდაიცვალა და 4 062 დაინფიცირდა

  • თურქეთი: 69 392 ინფიცირებული, 1 518 გარდაცვლილი
  • აზერბაიჯანი: 1 253 ინფიცირებული, 13 გარდაცვლილი
  • სომხეთი: 1 111 ინფიცირებული, 17 გარდაცვლილი
  • რუსეთი: 24 490 ინფიცირებული, 198 გარდაცვლილი

არაოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია და მოსკოვი რეალურ ვითარებას მალავს.

ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 134 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 080 000–ს გადააჭარბა, 511 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 306 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 69 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S