ფრანგულ ავიამზიდზე კორონავირუსი 700-მდე მეზღვაურს დაუდასატურდა
16/04/2020 05:01:16 მსოფლიო
საფრანგეთის ავიამზიდ „შარლ დე გოლის“ ბორტზე ახალი ტიპის კორონავირუსი 700-მდე მეზღვაურს დაუდგინდა, - ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროზე დაყდნობით იუწყება.
კორონავირუსზე ტესტირება ეკიპაჟის 1 767 წევრს ჩაუტარდა და მათგან სულ ცოტა 668-ს ვირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულთაგან 31 ადამიანი ქალაქ ტულონში წმინდა ანას ჰოსპიტალშია მოთავსებული, მათაგან ერთი რეანიმაციაში იმყოფება.
ავიამზიდი „შარლ დე გოლი“ ქალაქ ტულონის პორტში 12 აპრილს, დაგეგმილზე ორი კვირით ადრე, შევიდა იმის გამო, რომ ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 40-მდე წევრს კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა.


