ვლადიკავკაზი ჩაიკეტა
15/04/2020 15:16:44 მსოფლიო
ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქი ვლადიკავკაზი შემსვლელებისა და გამსვლელებისთვის ჩაკეტეს. რესპუბლიკის მაცხოვრებლებმა ამის შესახებ პოსტ-ფაქტუმ შეიტყვეს. ამ დროისთვის გადაადგილდებას საგზაო პოლიციისა და “როსგვარდიის” თანამშრომლები აკონტროლებენ. ვლადიკავკაზში შესვლა მხოლოდ ქალაქში რეგისტრირებულებსა და სპეცსაშვების მქონე მოქალაქეებს შეუძლიათ.
როგორც შსს-ს პრეს-სამსახურში აგნმარტავენ, საკარანტინო ღონისძიებები კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით გაამკაცრეს.
პოლიციის თანამშრომლები დასვენების ზონებში პატრულირებენ. პარკებს, სკვერებს და თერგის სანაპიროებს სასიგნალო ლენტი შემოავლეს. ყველა მოსეირნე მოქალაქეს პოლიციელები აჩერებენ და თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვას სთხვენ.
ცნობისთვის: ჩრდილოეთ ოსეთში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 52 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული.


