Accentnews.ge
მედია – ჩრდილოეთ მაკედონიასა და სერბეთში სააღდგომოდ ეკლესიებს დახურავენ

მედია – ჩრდილოეთ მაკედონიასა და სერბეთში სააღდგომოდ ეკლესიებს დახურავენ

15/04/2020 14:48:57 მსოფლიო

ჩრდილოეთ მაკედონიასა და სერბეთში სააღდგომოდ მართლმადიდებლურ ეკლესიებს დახურავენ, – იუწყება AFP. მისივე ცნობით, გადაწყვეტილება ძალაში პარასკევიდან, 17 აპრილიდან შევა და ორშაბათის, 20 აპრილის ჩათვლით იმოქმედებს.

ბალკანეთის რეგიონის ქვეყნებში, Covid-19-ის გავრცელების შესაჩერებლად საყოველთაო კარანტინი მარტში გამოაცხადეს.

სერბეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები ხელისუფლებას საკარანტინო ზომების გაუქმებას სთხოვდნენ, რათა მრევლს სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრების საშუალება ჰქონოდა. თუმცა, ბელგრადსა და სკოპიეში უსაფრთხოების მიზნით აღდგომის კვირაში საკარანტინო ზომები კიდევ უფრო გაამკაცრეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S