ერთთვიანი განშორების შემდეგ ბავშვის შეხვედრა დედასთან, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობს (ვიდეო)
15/04/2020 13:55:38 მსოფლიო
ახალი კორონავირუსის გამო მსოფლიო მასშტაბით უმეტეს ქვეყნებში მედიცინის მუშაკებს თითქმის 24–საათიან რეჟიმში უწევთ მუშაობა. რიგი მათგანი სამსახურიდან სახლში ვერ ბრუნდება. ისინი შიშობენ, რომ შესაძლოა, Covid-19–ით ინფიცირებულები იყვნენ და ოჯახის წევრებიც დაასნებოვანონ.
ერთ–ერთმა ამერიკელმა მედიკოსმა, რომელიც Covid-19–ით ინფიფიცირებულებს მკურნალობს 6 წლის შვილი საცხოვრებლად ქალაქგარეთ მშობლებთან გაგზავნა.
ABC News ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ასახულია ბავშვის შეხვედრა დედასთან ერთთვიანი განშორების შემდეგ:
ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 126 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 000 000–ს გადააჭარბა, 485 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 306 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 69 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


