აშშ–ში კარანტინში მყოფმა 93 წლის ქალმა ლუდი მოითხოვა: „12 ქილა დამრჩა. მესაჭიროება მეტი ლუდი“
15/04/2020 13:17:43 მსოფლიო
აშშ–ში კარანტინში მყოფმა 93 წლის ქალმა ლუდი მოითხოვა. პენსილვანიაში მცხოვრებმა ოლაივ ვერონესმა, რომელიც სახლიდან საგანგებო რეჟიმის გამო ვერ გამოდიოდა, ფანჯარასთან დადგა და ხელში დაიჭირა ბანერი წარწერით „მესაჭიროება მეტი ლუდი“.
როგორც CNN იუწყება, თხოვნის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა, რის შემდეგაც ოლაივ ვერონესი ლუდით კომპანია Coors Light–მ მოამარაგა.
„მხოლოდ 12 ქილა ლუდი მქონდა დარჩენილი. ყოველ ღამით ვსვამ. ლუდი ვიტამინებს შეიცავს, ოღონდ ზომიერად უნდა მიირთვათ“, – განუცხადა ოლაივ Coors Light–ის წარმომადგენელს.
CNN–ის ცნობით, ქალს კომპანიამ 150 ქილა ლუდი უსასყიდლოდ გადასცა.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის გამო მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მოხუცებს შინიდან გამოსვლა ეკრძალებათ.


