სოჭში 44 ახალ ინფიცირებულს შორის 15 მედიკოსი აღმოჩნდა
15/04/2020 10:55:03 მსოფლიო
სოჭში 44 ინფიცირებულს შორის 15 მედიკოსი აღმოჩნდა.
ამის შესახებ “ინტერფაქსს” “როსპოტრებნადზორის” სამხარეო სამმართველოში განუცხადეს. ამასთან, 15 მედიკოსიდან 9 სასწრაფო სამედიცინო დახმარების მუშაკია, - განმარტეს უწყებაში. კრასნოდარის მხარის ოპერშტაბის ინფორმაციით, ინფიცირებულებს შორისაა სოჭის #1 ტუბდისპანსერის ექიმი.
ცნობილია, რომ უცხოეთში გასვლის ისტორია მას არ აქვს. ყველას, ვისაც ინფიცირებული ეკონტაქტა, ანალიზები უკვე აუღეს და მათგან 10-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
“ისინი უმთავრესად ოჯახის წევრები და კოლეგები არიან. ყველა ჰოსპიტალიზებულია სოჭის საავადმყოფოში. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია», — ნათქვამია ოპერატოული შტაბის განცხადებაში. კრასნოდარის მხარეში სულ 210 ინფიცირებულია აღრიცხული, მათგან 41 – მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში და ეს ეპიდემიის დაწყებიდან ამ დრომდე მაქსიმალური სადღეღამისო მაჩვენებელია. შემთხვევათა ჯამური რაოდენობიდან 13 დაფიქსირებულია კრასნოდარში, ინფიცირებულთა შორისაა 8 წლის ბავშვიც, 12 — კორენოვსკში, სადაც 6, 10 და 11 წლის ბავშვებიც დაავადდნენ, 4 - ლაბინსკში, 3 — სოჭში, 3 — გელენჯიკში, 2 — ანაპაში, თითო-თითო - კუშჩევსკში, ტუაპსეში, ოტრადნოეში, ეისკში.


