Accentnews.ge
ბოლო 24 საათში კორონავირუსით რუსეთში უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე იტალიაში

ბოლო 24 საათში კორონავირუსით რუსეთში უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე იტალიაში

15/04/2020 07:39:21 მსოფლიო

დღე–ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით რუსეთში უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე იტალიაში.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში Covid-19-ით 28 ადამიანი გარდაიცვალა და 3 388 დაინფიცირდა. იტალიაში კი დაავადებით 602 ადამიანი გარდაიცვალა და 2 972 დაინფიცირდა.

უკანასკნელი მონაცემებით, რუსეთში Covid-19-მა 198 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 24 490, გამოჯანმრთელებულია 1694.

ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 126 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 000 000–ს გადააჭარბა, 485 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 306 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 69 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S