Accentnews.ge
კორონავირუსს ნიუ-იორკის პოლიციის უფრო მეტი თანამშრომელი ემსხვერპლა, ვიდრე 11 სექტემბრის ტერაქტს

კორონავირუსს ნიუ-იორკის პოლიციის უფრო მეტი თანამშრომელი ემსხვერპლა, ვიდრე 11 სექტემბრის ტერაქტს

15/04/2020 05:27:57 მსოფლიო

კორონავირუსს ნიუ-იორკის პოლიციის უფრო მეტი თანამშრომელი ემსხვერპლა, ვიდრე 11 სექტემბრის ტერაქტს,– წერს ABC News.

14 აპრილს ნიუ-იორკის პოლიციის კიდევ ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო. ამ მომენტისთვის ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის სულ 24 თანამშრომელი გარდაიცვალა, ხოლო 11 სექტემბრის ტერაქტს კი ნიუ-იორკის პოლიციის 23 თანამშრომელი ემსხვერპლა.

კორონავირუსი ნიუ-იორკის პოლიციის 2 232 ოფიცერსა და 568 სამოქალაქო თანამშრომელს დაუდგინდა.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსი 605 000 ადამიანს დაუფიქსირდა, ხოლო თითქმის 26 000 კი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S