Accentnews.ge
საფრანგეთის საგარეო უწყებაში ჩინეთის ელჩი დაიბარეს

საფრანგეთის საგარეო უწყებაში ჩინეთის ელჩი დაიბარეს

14/04/2020 19:55:02 მსოფლიო

საფრანგეთში ჩინეთის ელჩი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

„საფრანგეთში ჩინეთის საელჩოს რიგ წარმომადგენელთა საჯაროდ გამოხატული მოსაზრებები ჩვენს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობის ხარისხს არ შეესაბამება“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა.

ცნობისთვის: საფრანგეთში ჩინეთის საელჩოს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში გაკრიტიკებულია დასავლეთის ქვეყნები „Covid-19-ის წინააღმდეგ არასათანადო ბრძოლის გამო”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S