"თუ იქნება ათეულები და არა ასეულები, პრობლემას შედარებით ადვილად გადავლახავთ"
14/04/2020 15:49:18 საზოგადოება
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ვარაუდობს, რომ თუ ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ათეულების ფარგლებში დარჩება, თარების გადალახვას საქართველო შედარებით ადვილად შეძლებს. ამის შესახებ მან ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების შეფასებისას განაცხადა.
"ჩვენ შიდაგავრცელების ეტაპზე გადასულები ვართ, უბრალოდ, აქ [პრემიერის განცხადებაში] ალბათ, მომატებაზეა ლაპარაკი: დღეს პირველი დღე დაფიქსირდა, როდესაც ტესტირების შედეგად 30 ახალი პაცენტი შემოგვემატა. ვიმედოვნებ, ეს მაჩვენებელი ხვალ და ზეგ არ იქნება 30–ზე მეტი, პირიქით, – ნაკლები. ამ შემთხვვაში შეიძლება, შედარებით წყნარად ვიყოთ. რა თქმა უნდა, ზოგადად, დაავადების მაჩვენებლის მატება მოსალოდნელია, მაგრამ თუ ეს ასე გაგრძელდება: არ იქნებ ასეულები და იქნება მხოლოდ ათეულები, ამ პრობლემას შედარებით ადვილად გადავლახავთ. ამისთვის აუცილებელია, დარჩი სახლში – სულ ამას ვლაპარაკობთ და ეს ყველაზე ვრცელდება",– განაცხადა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის: საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების დღიდან პირველად, 24 საათის განმავლობაშინ კორონავირუსის 30 შემთხვევა დაფიქსირდა, მანამდე კი ყოველდღიური მაჩვენებელი ათეულისა და ოცეულის ფარგლებში მერყეობდა. ამ დროისთვის ქვეყანაში 298 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან ორი დღევანდელია. 69 პაციენტი უკვე განიკურნა, სამი კი გარდაიცვალა.


