Accentnews.ge
15 აპრილიდან საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით იკეტება

15 აპრილიდან საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით იკეტება

14/04/2020 13:15:22 საზოგადოება

15 აპრილიდან საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით იკეტება,– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს თითქმის 7–საათიანი სხდომის შემდეგ განაცხადა.

"15 აპრილის 21:00 საათიდან თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში 10 დღის განმავლობაში გადაადგილება – შესვლა და გამოსვლა აკრძალულია",– განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ქვეყანაში სრულმასშტაბიან შიდა გავრცელების ეტაპზე გადავედით და ზუსტად იმის პროგნოზირება, თუ როდის იქნება ვირუსის პირი, შეუძლებელია, ამიტომ, მთავრობის ყველა ნაბიჯს მეტი დიდი აქვს.

"მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ მსხვილ ქალაქებში მობილურობის დოზა კიდევ უფრო დავწიოთ ქვემოთ",–დასძინა გახარიამ.

ის მოქალაქეებს დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რათა მათი ეტაპობრივი მოხსნა მაისის შუა რიცხვებიდან დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს რისკი, მოხსნა თვეობით გადავადდეს.

ამასთან, უახლოეს დღეებში მთავრობა პრეზიდენტს მიმართავს წინადადებით, საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების წინადადებით.

ცნობისთვის: ამ დროისთვის საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 296 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 30 ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა. 296–დან 69 ადამიანი განიკურნა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა. გარდა ამისა, საქართველოში მკურნალობს საქართველოს სამი მოქალაქე, რომელთაც კორონავირუსი უცხოეთში დაუდასტურდათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S