Accentnews.ge
"ნიუ-იორკის გუბერნატორს ყველაფერი შევუსრულე, რასაც ითხოვდა, ახლა დამოუკიდებლობაც მოუნდა. ეს არ მოხდება!"

"ნიუ-იორკის გუბერნატორს ყველაფერი შევუსრულე, რასაც ითხოვდა, ახლა დამოუკიდებლობაც მოუნდა. ეს არ მოხდება!"

14/04/2020 15:14:04 მსოფლიო

"ყველაფერი შევუსრულე ნიუ-იორკის გუბერნატორს, რასაც ითხოვდა, ახლა დამოუკიდებლობაც მოუნდა. ეს არ მოხდება!" , – ამის შესახებ აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "ტვიტერში" პირად გვერდზე წერს.

„ნიუ-იორკის გუბერნატორი კუომო ყოველდღე, თითქმის ყოველ საათში რეკავდა და დახმარებას ყველაფერში იხვეწებოდა, იმაშიც კი, რაზეც რეალურად შტატის ადგილობრივი ხელისუფლება უნდა ყოფილიყო პასუხისმგებელი. მაგალითად, ითხოვდა ახალი ჰოსპიტალების გახსნას, საწოლებს, ხელოვნური სუნთქვის აპარატებს და.ა.შ. მე ყველაფერი შევუსრულე მას და ყველა დანარჩენსაც. ახლა კი, როგორც ჩანს, კუომოს დამოუკიდებლობა სურს! ეს არ მოხდება“, – წერს დონალდ ტრამპი.

ამერიკის პრეზიდენტი ახალი კორონავირუსის პრევენციის გამო შემოღებული გარკვეული ზომების შემსუბუქების მომხრეა, თუმცა ადგილობრივი მთავრობების ნაწილი აღნიშნულ ინიციატივას ეწინააღმდეგება.

გუშინ ნიუ იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ განაცხადა, მსგავსი შეზღუდვების გაუქმება გუბერნატორების პრეროგატივაა და იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი მას შტატის გახსნას უბრძანებს და ამ დროს კი, საზოგადოების ჯანმრთელობა ჯერ კიდევ საფრთხის ქვეშ იქნება, ის ამ ბრძანებას არ შეასრულებს.

„პრეზიდენტს სრული უფლებამოსილება არ აქვს. ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია და ჩვენ არ გვყავს მეფე, ჩვენ გვყავს არჩეული პრეზიდენტი“,-აღნიშნა ქუომომ CNN-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ნიუ–იორკის შტატში უფრო მეტი ინფიცირებულია, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში აშშ–ის გარდა.

ბოლო მონაცემებით, აშშ–ში ახალმა კორონავირუსმა 23 711 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 588 465, გამოჯანმრთელებულია 37 326.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S