Accentnews.ge
სასაფლაოები შესაძლოა, დაიხუროს

სასაფლაოები შესაძლოა, დაიხუროს

14/04/2020 13:40:24 საზოგადოება

შეიძლება გავხდეთ იძულებული და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

„დიდი ალბათობით, ჩვენ მოგვიწევს გარკვეული შეზღუდვების დაწესება. ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ახლა ვართ ბრძოლაში“, - განაცხად აგახარიამ.

მისივე თქმით, აღნიშნული დამოკიდებულია ვირუსის გავრცელების დინამიკაზე.

„რაც შეეხება რელიგიურ ღონისძიებებს და ჩვენს ტრადიციებს, სასაფლაოს მონახულების. ჩვენ სერიოზულად განვიხილავთ საკითხს, განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში, სამწუხაროდ, შეიძლება, გავხდეთ იძულებულები და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს. ეს პირდაპირპროპორციულად არის დამოკიდებული ვირუსის გავრცელების დინამიკასთან, რომელიც იქნება“,-განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, საქართველო ვირუსის ფართომასშტაბიან შიდაგავრცელების ეტაპზე გადავიდა და თუ მოქალაქეები დაწესებულ შეზღუდვებს ზედმიწევნით არ შეასრულებენ, შესაძლოა, შეზღუდვების მოხსნა ნაცვლად მაისისა, თვეობით გადავადდეს.

ახალი შეზღუდვების თანახმად, საქართველოს ოთხ მსხვილ ქალაქში: ბათუმში, თბილისში, რუსთავში და ქუთაისში 15 აპრილიდან, 21:00საათიდან შესვლა და გამოსვლა იკრძალება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S