
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
14/04/2020 13:02:36 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 15 აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1349 ლარი იქნება, ერთი ევროსი – 3.4305 ლარი, ერთი ბრიტანული სტერლინგის 3.9257 ლარი, ერთი თურქული ლირის – 0.4687 ლარი.
14 აპრილს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1349 ლარი იყო, ერთი ევროსი – 3.4227 ლარი, ერთი ბრიტანული სტერლინგის – 3.9174 ლარი, ერთი თურქული ლირის – 0.4629 ლარი.