Accentnews.ge
„აჭარა ტექსტილის“ ორმა საწარმომ მუშაობა შეაჩერა

„აჭარა ტექსტილის“ ორმა საწარმომ მუშაობა შეაჩერა

14/04/2020 12:33:47 ეკონომიკა

“აჭარა ტექსტილის“ სამი საწარმოდან ორმა მუშაობა შეაჩერა, საწარმოო ძალების მობილიზება კი მხოლოდ ბათუმში მოახდინა. ფინანსური დირექტორი გია ლომინაძე საწარმოს თანამშრომლის კორონავირუსით ინფიცირების ფაქტს უარყოფს და ფოთისა და ქობულეთის ფაბრიკების დახურვის მიზეზად დასაქმებულებში ეპიდემიის რისკებისადმი გაზრდილ შიშს ასახელებს.

„აჭარა ტექსტილს“ აქვს სამი საწარმო - ფოთში, ქობულეთსა და ბათუმში. ქობულეთის საწარმო დაახლოებით 10 დღის წინ გაჩერდა, მაგრამ ბათუმის საწარმო მუშაობს და ვაგძლებთ პირბადეების წარმოებას.

გამომდინარე იქიდან, რომ ვირუსის გამო თანამშრომელთა ნაწილი არ ცხადდებოდა სამსახურში ჩვენ ერთ საწარმოში მოვახდინეთ სამუშაო ძალების მობილიზება და მხოლოდ ერთ საწარმოს ვამუშავებთ, ჩვენს ხელთ არსებული სამი საწარმოდან.

მინდა გამოვეხმაურო დღეს გავრცელებულ ინფორმაციას. კორონავირუსი ჩვენს თანამშრომელს არ დაუდასტურდა. პირველად მეც მცდარი ინფორმაცია მომივიდა, გამომდინარე იქიდან, რომ თანამშრომელთა ნაწილი სამსახურში არ დადის და მეც არასწორად მომაწოდეს ინფორმაცია, თუმცა შემდეგ გადავამოწმე ჯანდაცვის სამინისტროში და ჩვენი თანამშრომელი არ არის ის ადამიანი, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა“, - უთხრა BM.GE-ის კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა.

როგორც გია ლომინაძემ აღნიშნა, თავიდან პირბადეებს სამივე საწარმო ამზადებდა, შემდეგ ფოთისა და ქობულეთის საწარმოები გაჩერდა და მხოლოდ ბათუმის საწარმო აგრძელებს მუშაობას. ამ დროისთვის წარმოებაზე 350 ადამიანია დასაქმებული, ზოგადად კი კომპანია 3 000 ადამიანს ასაქმებს.

ცნობისთვის, ამ დროისთვის „აჭარა ტექსტილმა“ 1 მლნ-ზე მეტი პირბადე შეკერა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S