ესპანეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება
14/04/2020 11:39:22 მსოფლიო
ესპანეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადებით 567 ადამიანი გარდაიცვალა და 3 045 დაიფიცირდა.
- 13 აპრილი – 517 გარდაიცვალა და 3477 დაინფიცირდა.
- 12 არილი – 619 გარდაიცვალა და 4167 დაინფიცირდა.
- 11 აპრილი – 510 გარდაიცვალა და 4830 დაინფიცირდა
- 10 აპრილი – 605 აგარდაიცვალა და 4576 დაინფიცირდა
- 9 აპრილი – 683 გარდაიცვალა და 5700 დაინფიცირდა
- 8 აპრილი – 757 გარდაიცვალა და 6180 დაინფიცირდა
- 7 აპრილი – 743 გარდაიცვალა და 5478 დაინფიცირდა
- 6 აპრილი – 637 გარდაიცვალა და 4 273 დაინფიცირდა
- 5 აპრილი – 674 გარდაიცვალა და 6 023 დაინფიცირდა
- 4 აპრილი – 809 გარდაიცვალა და 7 026 დაინფიცირდა
ბოლო მონაცემებით, ესპანეთში COVID-19–მა 18 056 ადამიანი შეიწირა, ინფიცირებულია 172 541, გამოჯანმრთელებულია 67 504.
ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 119 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 900 000–ს გადააჭარბა, 453 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 296 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 68 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


