Accentnews.ge
"დაცვის ინფიცირებულ წევრს საპატრიარქოს შიდა შენობასთან და თანამშრომლებთან სხვა კონტაქტი, გარდა შემოსასვლელი პუნქტისა არ ჰქონდა“

"დაცვის ინფიცირებულ წევრს საპატრიარქოს შიდა შენობასთან და თანამშრომლებთან სხვა კონტაქტი, გარდა შემოსასვლელი პუნქტისა არ ჰქონდა“

14/04/2020 11:14:19 საზოგადოება

საპატრიარქოს პრეს–ცენტრის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ "დაცვის ინფიცირებულ წევრს საპატრიარქოს შიდა შენობასთან და თანამშრომლებთან სხვა კონტაქტი, გარდა შემოსასვლელი პუნქტისა არ ჰქონდა“.

"ზოგადად საპატრიარქოს დაცვის სამსახური არ ჰყავს. მის დაცვას ახორციელებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. დროდადრო ხდება თანამშრომლების როტაცია. დაავადება აღმოაჩნდა ამ სამსახურის წარმომადგენელს, რომელიც საპატრიარქოში შემოსასვლელს აკონტროლებდა. ვისთან ერთადაც ასრულებდა სამუშაოს, კიდევ ორ თანამშრომელს ასევე ჩაუტარდათ კვლევები და მათ არ დაუდასტურდათ ვირუსი. დაცვის ამ წევრს საპატრიარქოს შიდა შენობასთან და თანამშრომლებთან სხვა კონტაქტი, გარდა შემოსასვლელი პუნქტისა არ ჰქონდა", – წერს მამა ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.

საპატრიარქოს დაცვის წევრმა, რომელსაც ახალი ტიპის კორონავირუსი 14 აპრილს დაუდასტურდა, საკუთარი ინფიცირების წყარო არ იცის. ის ამბობს, რომ სამუსაო ადგილზე ორი დღის წინ იმყოფებოდა, ძირითადად კი სოფელ ხოვლეში გადაადგილდებოდა, სადაც ცხოვრობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S