საპატრიარქოს დაცვის კორონავირუსით ინფიცირებული თანამშრომელი: "წყარო არ ვიცით"
14/04/2020 09:11:54 საზოგადოება
საპატრიარქოს დაცვის წევრმა, რომელსაც ახალი ტიპის კორონავირუსი 14 აპრილს დაუდასტურდა, საკუთარი ინფიცირების წყარო არ იცის.
ის ამბობს, რომ სამუსაო ადგილზე ორი დღის წინ იმყოფებოდა, ძირითადად კი სოფელ ხოვლეში გადაადგილდებოდა, სადაც ცხოვრობს.
"წყარო არ ვიცით. საპატრიარქოს უფრო გამოვრიცხავ. ალბათ, უფრო მაღაზია და აფთიაქი – სადაც ძირითადად ვმოძრაობთ",– განაცხადა "ტვ პირველთან" პაციენტმა.
მისივე თქმით, ბოლო ორი დღის განმავლობაში მას ბევრი კონტაქტი აქვს.


