
“შემეშალა”: კადიროვმა რუსული “გაზპრომისა” და უშიშროებისადმი ბრალდებების გამო თავი იმართლა
14/04/2020 09:21:38 კავკასია
ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა რეაგირება მოახდინა «Новая газета»-ს (“ნოვაია გაზეტას”) სტატიაზე, რომლის თანახმად, COVID-19-ით ინიფიცირებულები რესპუბლიკაში ხელისუფლებისთვის ამის შეტყობინებას “სახლში სიკვდილს” ამჯობინებენ.
კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის სხდომის პირდაპირ ეთერში კადიროვმა განაცხადა, რომ «Новая газета», რომელსაც “გაზპრომი” აფინანსებს და უშიშროების ფედერალური სამსახური კურირებს, იდიოტიზმს წერს “.
«ჰეი თქვენ – ბატონებო ფედერალური სამსახურიდან, თქვენ ხომ უსაფრთხოებას უნდა უზრუნველყოფდეთ. ამ გაზეთს თქვენ კურირებთ. ჰოდა შეაჩერეთ ეს არაადამიანები, რომლებიც თავისი ჯღაბნით პროვოცირებას უწევენ ჩემს ხალხს. ჰეი შენ, “გაზპრომო”, ეს ხალხის ფულია, რომელსაც თქვენ მოიხმართ. ნუ გადაუხდით ჩვენი ხალხის მტრებს», - განაცხადა ეთერში კადიროვმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას “ამისთვის ყურადღების მიქცევის” თხოვნით მიმართა.
როგორც რეგიონულმა ლიდერმა აღნიშნა, “თუ ვინმეს ჩეჩნეთის ხელისუფლების დამნაშავეებად ქცევა სურს, ამ პასუხისმგებლობას ერთი ადამიანი აიღებს».
«ამოვიდა, ბოლოს და ბოლოს, ყელში! თუ გსურთ, დანაშაული ჩაგვადენინოთ, პირდაპირ თქვით. ერთი აიღებს თავის თავზე ამ პასუხისმგებლობას და კანონით აგებს პასუხს, გაატარებს ციხეში გარკვეულ დროს და გამოვა», - განაცხადა კადიროვმა.
მოგვიანებით თავის ტელეგრამ-არხზე მან ბოდიში მოიხადა და განმარტა, რომ “სიცხარეში «Эхо Москвы» (“ეხო მოსკვი”) და «Новая газета» ერთმანეთში აერია”.
«გაზპრომს» «ნოვაია გაზეტასთან» კავშირი არ აქვს. იმედია, გამიგებთ, - ამ ორ რედაქციას შორის სხვაობა ხომ პრაქტიკულად არ ჩანს – ერთსა და იმავე იდიოტიზმს წერენ ჩემი ხალხის და რესპუბლიკის წინააღმდეგ!», - წერს კადიროვი.