Accentnews.ge
კორონავირუსით ინფიცირებულთა გლობალური მაჩვენებელი 2 მილიონს უახლოვდება

კორონავირუსით ინფიცირებულთა გლობალური მაჩვენებელი 2 მილიონს უახლოვდება

14/04/2020 08:40:50 მსოფლიო

კორონავირუსით დაღუპულთა გლობალური მაჩვენებელი 120 ათასს, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 2 მილიონს უახლოვდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კოვიდ 19-ის პანდემია 2009 წელს გავრცელებულ ე.წ. ღორის გრიპთან შედარებით 10-ჯერ უფრო სასიკვდილო აღმოჩნდა.

”ჩვენ ვიცით, რომ COVID-19 სწრაფად ვრცელდება და ვიცით, რომ ის სასიკვდილოა – 10-ჯერ სასიკვდილო, ვიდრე 2009 წლის გრიპის პანდემია."– განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, მხოლოდ ეფექტურ ვაქცინას შეუძლია კორონავირუსის გავრცელების სრულად შეწყვეტა.

”საბოლოო ჯამში, უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის შემუშავება იქნება საჭირო გადაცემის სრულად აღმოფხვრისთვის”, - განაცხადა მან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ამჟამად მუშაობა კორონავირუსის სულ მცირე 70 პოტენციურ ვაქცინაზე მიმდინარეობს, მათგან სამი კი უკვე კლინიკურ ცდებს გადის.

ვაქცინაზე აქტიურად მუშაობენ ისეთი უმსხვილესი ფარმაცევტული კორპორაციებიც, როგორებიცაა ამერიკული Johnson & Johnson-ი და ფრანგული Sanofi.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი აღნიშნავს, რომ აშშ-ში კორონავირუსის ვაქცინის შექმნას სულ მცირე 12-18 თვე უნდა ველოდოთ; ზოგიერთი ექსპერტის აზრით კი, ეს დროც ცოტაა და სარისკოა ვაქცინის უსაფრთოების მხრივ.

ახალი ვაქცინების ტესტირება პირველ რიგში ლაბორატორიაში უნდა მოხდეს, შემდეგ ცხოველებზე, შემდეგ კი უსაფრთხოება შემოწმდეს ადამიანთა მცირე ჯგუფზე, ამის შემდეგ კი უნდა დაიწყოს ადამიანთა დიდ ჯგუფებზე ტესტირება ვაქცინის ეფექტიანობის შესამოწმებლად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S