ავსტრიაში შეზღუდვების მოხსნა დაიწყო
14/04/2020 08:20:52 მსოფლიო
ავსტრია ახალი ტიპის კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას იწყებს. კერძოდ, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის გამო დახურული ათასობით მაღაზია გაიხსნება.
BBC-ის ცნობით, ქვეყანაში შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება და რამდენიმე დღეში საყოფაცხოვრობო, ტექნიკისა და მცირე ზომის მაღაზიებიც გაიხსნება.
ცნობისთვის: ბოლო მონაცემებით, ავსტრიაში კორონავირუსის 14 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსს 368 ადამიანი ემსხვერპლა.


