მედია: ჩინეთში რუსეთიდან კორონავირუსის იმპორტს ებრძვიან
14/04/2020 07:04:05 მსოფლიო
ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსის რუსეთიდან იმპორტირებულ შემთხვევებს ებრძვის,– ამის შესახებ ჩინური მედია წერს. კერძოდ, მედიის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ჩინეთის ჩრდილოეთ პროვინცია ჰელიონჯანგში იმატა რუსეთის მხრიდან საზღვრის დარღვევებმა. ჰელიონჯანგში რუსეთიდან ჩასულთა ნაწილს კორონავირუსი აღენიშნება, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეპიდემიის გავრცელებაზე.
„ეს განგაშის საფუძველია. ჩინეთმა მკაცრად უნდა გააკონტროლოს ვირუსის ქვეყანაში შემოტანა“, - წერს მედია.
პროვინციაში ცხელი ხაზი ამოქმედდა: მოქალაქე, ვინც ხელისუფლებას საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ შეატყობინებს, დაჯილდოვდება. კერძოდ, ვინც მსგავსი ფაქტის შესახებ განაცხადებენ, 3000 უანით დაჯილდოვდებიან, ხოლო ის, ვინც დააკავებს არალეგალურ მიგრანტს, – 5000 უანით.


