Accentnews.ge
მედია - რუსეთის მიმართ სამადლობელი ვიდეოს ან ტექსტის სოციალურ ქსელებში განთავსებისთვის იტალიელებს 200 ევროს სთავაზობენ

მედია - რუსეთის მიმართ სამადლობელი ვიდეოს ან ტექსტის სოციალურ ქსელებში განთავსებისთვის იტალიელებს 200 ევროს სთავაზობენ

14/04/2020 06:23:42 მსოფლიო

იტალიაში მცხოვრები რუსები თავიანთ იტალიელ მეგობრებსა და ნაცნობებს სთავაზობენ, სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნონ ვიდეო, ან ტექსტი, რომელშიც ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით განხორციელებული ჰუმანიტარული დახმარებისთვის რუსეთს მადლობას გადაუხდიან, რის სანაცვლოდაც ისინი 200 ევროს მიიღებენ, - იუწყება იტალიური მედია.

„საჭიროა 15 იტალიელი, რომლებიც რამე კარგს იტყვიან რუსეთის ჰუმანიტარულ დახმარებაზე. უკეთესია ვიდეო ან ტექსტი ფოტოთი, მაგრამ ვიდეოში იხდიან 200 ევროს, ტესტისთვის ნაკლებს“, - ნათქვამია „WhatsApp"–ში მიღებულ ერთ-ერთ შეტყობინებაში.

შეტყობინების თანახმად, მსგავსი სამადლობელი ვიდეო ან ტექსტი „ტვიტერში“, „ფეისბუქში“ ან „ინსტაგრამში“ უნდა აიტვირთოს.

როგორც იტალიური მედია იუწყება, დაუკავშირდნენ გოგოს, რომელმაც სამადლობელი ვიდეო ჩინურ სოციალური ქსელ "TikTok"–ში გაავრცელა. გოგომ დაადასტურა, რომ მას მეგობარი დაუკავშირდა და აღნიშნული ვიდეოს განთავსება სთხოვა, სანაცვლოდ კი თანხას დაჰპირდა. თუმცა, როგორც იტალიური მედია წერს, უცნობია არის თუ არა ამ საქმიანობაში ჩართული რუსული პროსახელისუფლებო მედიის წარმომადგენლები.

გამოცემის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა 22 მარტს იტალიაში ჰუმანიტარული დახმარების სახით პირბადეები და სხვა სახის დამცავი აღჭურვილობები გააგზავნა, „ტვიტერში“ გამოჩნდა შეტყობინებები, სადაც მომხმარებელს მოუწოდებდნენ მადლიერება გამოეხატათ რუსეთის პეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართ, „რომელიც, ევროკავშირისგან განსხვავებით, იტალიას დაეხმარა".

როგორც იტალიაში რუსეთის საელჩოში აცხადებენ, "მათ არაფერი იციან იმის თაობაზე, რომ იტალიის მოქალაქეებს ფულს უხდიან, რათა რუსეთს მადლობა გადაუხადონ".

"ნათელია, რომ რუსეთს ასეთი ფრომით გამოხატული აღიარება არ სჭირდება. ჩვენ ყოველ დღე ვიღებთ გულწრფელი მადლიერების გამომხატველ ასობით ზარს, წერილსა და თბილ სიტყვებს რიგითი იტალიელებისგან ისევე, როგორც პოლიტიკოსებისგან, მეწარმეებისგან. ხოლო, ისინი, ვინც იტალიელებს 200 ევროს სთავაზობენ მადლობის სანაცვლოდ, თაღლითურ პროვოკაციას ეწევიან", – აცხადებენ საელჩოში.

იხილეთ ასევე: სიყვარულით კრემლისგან -დახმარება იტალიას თუ მედია მანიპულაციები

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S