თურქეთში 45 000–მდე პატიმრი ციხეს დატოვებს
14/04/2020 05:06:49 მსოფლიო
თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 45 000–მდე პატიმრის დროებით გათავისუფლებას ითვალისწინებს. გადაწყვეტილების საფუძველი ციხეებში პატიმრების რაოდენობის შემცირებაა.
კანონის თანახმად, ციხეებიდან პატიმრებს მაისის ბოლომდე გაათავისუფლებენ. ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტროს ამ ვადის ორჯერ - არაუმეტეს 2-2 თვით გახანგრძლივების შესაძლებლობა ექნება.
ბოლო მონაცემებით, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 56 000 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 1 198 ადამიანი კი დაიღუპა. რაც შეეხება ციხეებს, დღემდე კორონავირუსი 17 პატიმარსა და ციხის 79 თანამშრომელს დაუდასტურდა. დაღუპულია 3 პატიმარი.


