ბოლო 24 საათში თურქეთში უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე იტალიასა და ესპანეთში
13/04/2020 18:13:45 მსოფლიო
ბოლო 24 საათში თურქეთში Covid-19–ით უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე იტალიასა და ესპანეთში.
13 აპრილს თურქეთში დაავადებით 98 ადამიანი გარდაიცვალა და 4 093 დაინფიცირდა, იტალიაში 566 ადამიანი გარდაიცვალა და 3260 დაინფიცირდა. ესპანეთში კი 517 ადამიანი გარდაიცვალა და 3 477 დაინფიცირდა.
უკანასკნელი მონაცემებით, თურქეთში Covid-19–მა 1296 იმსხვერპლა, ინფიცირებულია 61 049, გამოჯანმრთელებულია 3957.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ქვეყანაში კომენდანტის საათი ყოველ შაბათ-კვირას გამოცხადდება.


