კორონავირუსისგან ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთში, ესპანეთსა და გერმანიაში გამოჯანმრთელდა
13/04/2020 15:28:15 მსოფლიო
ახალი კორონავირუსისგან ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთში, ესპანეთსა და გერმანიაში გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში Covid-19–ის 82 160 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 77 663 გამოჯანმრთელებულია, 3,341 კი გარდაცვლილი.
ესპანეთში 169,496 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებულია 64 727, გარდაცვლილია 17 489.
გერმანიაში 127,854 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებულია 64,300, გარდაცვლილია 3,022.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსისგან 435 332 ადამიანი განკურნებული. დაავადებით ინფიცირების 1 875 305 შემთხვევაა დადასტურბული, აქედან 116 090 ადამიანი გარდაცვლილია.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 266 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 67 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


