მედია - ჩერნობილში ხანძარი რადიოაქტიური ნარჩენების საცავს უხლოვდება, სიტუაცია კრიტიკულია
13/04/2020 14:31:06 მსოფლიო
ჩერნობილში ხანძარმა ქალაქ პრიპიატს მიაღწია, – იუწყება უკრაინული მედია.
როგორც ჩერნობილის ზონის მმართველი სახელმწიფო სააგენტოს საზოგადოებრივი საბჭოს წევრი იაროსლავ ემელიანენკო „ფეისბუქში“ პირად გვერდზე წერს, სიტუაცია კრიტიკულია და ცეცხლი ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს უახლოვდება.
„ახლა ცეცხლი ქალაქ პრიპიატში მძვინავრებს. ორ კილომეტრში მდებარეობს რადიოაქტიური ნარჩენების საცავი, სადაც ყველაზე საშიში რადიაციული ნარჩენები ინახება“, – წერს იაროსლავ ემელიანენკო.
ჩერნობილის ზონის მმართველი სახელმწიფო სააგენტოს წევრი ემელიანენკო მიმართვას უკრაინის ხელისუფლებას, სასწარაფოდ მოახდინონ რეაგირება.
ჩერნობილში ხანძარი 4 აპრილს გაჩნდა და მისი ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ეს ტერიტორია 1986 წლის ავარიის დროს დაბინძურდა და დღესაც რადიაციულად საშიშ ზონად ითვლება.


