Accentnews.ge
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკონომიკის 4-5%-იან რეცესიას ელოდება

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკონომიკის 4-5%-იან რეცესიას ელოდება

13/04/2020 14:13:37 ეკონომიკა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, რომ კომიტეტი საქართველოს ეკონომიკის 4-5%-იან რეცესიას ელოდება.

როგორც მან ბიუროს სხდომაზე განაცხადა, მართალია, 2020 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტალი შესრულდა, თუმცა Covid-19-ის პანდემიის გამო აპრილში შეინიშნება შემოსავლების შემცირება და იგივეა მოსალოდნელი მაისშიც.

„ვფიქრობთ, რომ ქვეყანა ეკონომიკურ რეცესიაში [ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი კლება] შევა და აქედან გამომდინარე, გგვექნება არათუ მშპ-ის 4.5%-იანი ზრდა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი გვქონდა, არამედ გვექნება უარყოფითი ზრდა, -4% და -5%-ის ფარგლებში“, – განაცხადა კოვზანაძემ.

მისი თქმით, ეს ციფრები დაზუსტებით ასახული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტის შესწორების პროექტშიც, რომლის შეტანასაც მთავრობისგან, ფინანსთან სამინისტროსგან, მაისში ელოდებიან.

კოვზანაძემ ასევე განაცხადა, რომ ბიუჯეტის დეფიციტი, რაც 2.5%-ზეა დაგეგმილი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან დაფინანსებას შემდეგ „ჯერადად გაიზრდება“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S