Accentnews.ge
კიევ-პეჩორის სამონასტრო კომპლექსი კარანტინზე დაიკეტა

კიევ-პეჩორის სამონასტრო კომპლექსი კარანტინზე დაიკეტა

13/04/2020 13:05:06 მსოფლიო

ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიის გამო კარანტინზე დაკეტეს კიევ-პეჩორის სამონასტრო კომპლექსი, სადაც ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირების 63 შემთხვევა გამოვლინდა. კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, სულ სამონასტრო კომპლექსში 90-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. მანამდე იმ ტაძრის წარმომადგენლები, სადაც მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმსახურებებს მართავდა, მრევლს შეზღუდვების იგნორირებისა და ტაძრებში სიარულისკენ მოუწოდებდნენ.

• უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა განაცხადა, რომ პოლიციამ ამ დღეებში ტაძრებში ხალხის სიმრავლის გამო რამდენიმე სასულიერო პირი დააჯარიმა.

• აპრილის დასაწყისში უკრაინის ხელისუფლებამ შეზღუდვები გაამკაცრა, მათ შორის საზოგადოებრივ ადგილებში ნიღბის გარეშე გამოჩენა და ორზე მეტი ადამიანის გადაადგილება აკრძალა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 17 მარტიდან მოქმედებს, დაკეტილია სკოლები, რესტორნები, სავაჭრო ცენტრები და სხვა საზოგადოებრივი ადგილები, შემოღებულია შეზღუდვა ყველა სახის შიდა საქალაქო, ქალაქთაშორისი და რაიონთაშორისი სამგზავრო გადაზიდვების ტრანსპორტისთვის.

• უკრაინის მთელს ტერიტორიაზე ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 3102 შემთხვევაა გამოვლენილი, დაიღუპა 93, გამოჯანმრთელდა 97 პაციენტი. კიევში ეპიდემიის დაწყების მომენტიდან ინფიცირების 495 შემთხვევაა აღრიცხული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S