სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი და რამდენიმე მღვდელი დააკავეს
13/04/2020 13:34:41 მსოფლიო
მონტენეგროს პოლიციამ სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი კარანტინის წესების დარღვევის გამო დააკავა. პოლიციამ მიტროპოლიტთან ერთად კიდევ 20 ადამიანი აიყვანა. მათ შორის უმეტესობა მღვდელია.
გავრცელებული ინფორმაცით, მიუხედავად კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვებისა, სასულიერო პირებმა ღვთისმსახურება მაინც ჩაატარეს.
პოლიციის განცხადებით, ამ ქცევით სასულიერო პირებმა კარანტინის წესი დაარღვიეს.


