კიევ-პეჩერის ლავრაში კიდევ ერთი სასულიერო პირი გარდაიცვალა
13/04/2020 13:22:59 მსოფლიო
კიევ-პეჩერის ლავრაში მეორე სასულიერო პირი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა.
განცხადების თანახმად, ბერის გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
შეგახსენებთ, რომ კიევ-პეჩერის ლავრაში კორონავირუსით ინფიცირებული არქიმანდრიტი გარდაიცვალა. მედიკოსების თქმით, 73 წლის სასულიერო პირს არა ერთი ქრონიკული დაავადება ჰქონდა.
13 აპრილის მონაცემებით, კიევ-პეჩერის ლავრაში ინფიცირებულია 90 პირი, 63 ადამიანს კორონავირუსი გასული 24 საათის განმავლობაში დაუდასტურდა. ამის გამო ლავრაში კარანტინი გამოცხადდა.


