„რუსეთში ვითარება იცვლება, მაგრამ არა უკეთესობისკენ"
13/04/2020 13:08:20 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება ყოველდღიურად უარესობისკენ იცვლება.
„რუსეთის ფედერაციაში ვითარება დღითიდღე იცვლება, მაგრამ არა უკეთესობისკენ. პაციენტების მდგომარეობა მძიმდება. უახლოესი კვირეები ბევრ რამეს განსაზღვრავს ქვეყანაში. მთელი ჯანდაცვის სისტემა უნდა მუშაობდეს, როგორც ერთიანი მექანიზმი”,-აღნიშნა პუტინმა ვიდეომიმართვისას და დასძინა, რომ მთავრობა სიტუაციის ყველანაირი სცენარით განვითარებას განიხილავს.
ცნობისთვის: ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველ დღე იზრდება. დღეს ქვეყანაში კორონავირუსი 2558 ადამიანს დაუდგინდა, რითაც ვირუსის დადასტურებულმა რიცხვმა 18328-ს მიაღწია.


