
ესტონეთი გაერო–ს უშიშროების საბჭოს წევრი გახდა
07/06/2019 16:45:11 სხვა, მსოფლიო
ესტონეთი გაერო–ს უშიშროების საბჭოს წევრი გახდა. ქვეყანა უშიშროების საბჭოში არამუდმივი წევრის ადგილს 2020წლის პირველი იანვრიდან ორი წლით დაიკავებს.
შესაბამისი გადაწყვეტილება უშიშროების საბჭომ ცოტა ხნის წინ მიიღო.
ცნობისთვის: უშიშროების საბჭო გაერო–ს ექვსიდან ერთ–ერთი ორგანოა. იგი ხუთი მუდმივმოქმედი წევრისგან (ჩინეთი, რუსეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ) და 10 არამუდმივი წევრისგან შედგება. არამუდმივი წევრები ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იცვლებიან.