ევროკომისიის თანამშრომელი კორონავირუსით გარდაიცვალა
13/04/2020 12:19:54 მსოფლიო
ევროკომისიის თანამშრომელი ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გაავრცელა.
„ღრმა მწუხარებით გაუწყებთ, რომ გარდაიცვალა ევროკომისიის ერთგული თანამშრომელი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. გულითადად ვუსამძიმრებ მისი ოჯახის წევრებს, ჩემი ფიქრებით მის კოლეგებთან ერთად ვარ, რომლებიც ევროკომისიის სამეცნიერო კვლევების საბჭოში მუშაობენ“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი „ტვიტერში“ პირად გვერდზე
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკომისიის თანამშრომელი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა. მარტში ვირუსს ემსხვერპლა ევროპარლამენტის თანამშრომელიც.


