Accentnews.ge
რუსეთში უმუშევრობის 3-ჯერ ზრდას პროგნოზირებენ

რუსეთში უმუშევრობის 3-ჯერ ზრდას პროგნოზირებენ

13/04/2020 11:18:56 მსოფლიო

რუსეთის მთვლელი პალატის ხელმძღვანელ ალექსეი კუდრინის აზრით, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული კრიზისის გამო წელს ქვეყანაში უმუშევრობა შესაძლოა, 3-ჯერ გაიზარდოს და 8 მლნ ადამიანს მიაღწიოს. ამის შესახებ მან ტელეარხ “РБК”-სთან ინტერვიუში განაცხადა.

კუდრინის თქმით, ამჟამად ზოგიერთ მომსახურებაზე მოთხოვნა მთლიანად დაიკარგა: არამოთხოვნადია სარესტორნე მომსახურება, სპორტი და გართობა, ამ სექტორებში მომუშავე კომპანიების თანამშრომელთა სულ მცირე, 30 % უხელფასო შვებულებებშია გაშვებული და თუ მდგომარეობა უახლოეს ხანებში არ გამოსწორდა, მათ საერთოდაც სამსახურების გარეშე დარჩენა ემუქრებათ. მთვლელი პალატის ხელმძღვანელმა, ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა გააჟღერა ინიციატივა შრომის ანაზღაურებისა და უმუშევრობის შემწეობის მინიმალური ოდენობების ზრდის თაობაზე.

"შესაძლოა, ღირდეს, ისინი ამ ეტაპზე მნიშვნელოვნად გავზარდოთ, ხოლო ერთ წელიწადში, როცა ვითარება გამოსწორდება, ისეთ ოდენობაზე დავაფიქსიროთ, რომელიც არ მისცემთ ადამიანებს სტიმულს, არ იმუშავონ", – განმარტა თავისი მოსაზრება კუდრინმა. იგი ასევე ბიზნესის დოტირების აუცილებლობაზე საუბრობს ხელფასების გასაცემად.

კუდრინის თქმით, ბიზნესის მხარდასაჭერად აუცილებელია 1-დან 3 ტრილიონ რუბლამდე და “რუსეთს ამის შესაძლებლობა გააჩნია”. კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლისა და ანტიკრიზისული ღონისძიებებისთვის რუსეთის ხელისუფლებამ თითქმის 1,5 ტრლნ რუბლი (მშპ-ის 1,2%) დაარეზერვა. ამასთან, მთავრობა მოსახლეობას დამატებით დაახლოებით 30 მლნ-ის უმუშევრობის შემწეობის მაქსიმალური ოდენობის ზრდისთვის მიმართვას დაჰპირდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S