ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით 2 558 ადამიანი დაინფიცირდა
13/04/2020 10:19:19 მსოფლიო
დღე –ღამის განმავლობაში რუსეთში ახალი კორონავირუსით 2 558 ადამიანი დაინფიცირდა.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში დაავადებამ 148 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 18 328, გამოჯანმრთელებულია 1 470.
ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 114 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 800 000–ს გადააჭარბა, 428 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 266 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 67 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


