Accentnews.ge
გერმანიაში ინფიცირებულთა 50%–ზე მეტი კორონავიურსისგან უკვე განიკურნა

გერმანიაში ინფიცირებულთა 50%–ზე მეტი კორონავიურსისგან უკვე განიკურნა

13/04/2020 09:51:43 მსოფლიო

გერმანიაში ინფიცირებულთა 50%–ზე მეტი ახალი კორონავიურსისგან უკვე განიკურნა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დაავდებით ინფიცირების 127 854 შემთხვევა დაფიქსირდა და მათგან 64 300 უკვე გამოჯანმრთელებულია.

უკანასკნელი მონაცემებით, Covid-19-მა გერმანიაში 3 341 ადამიანი იმსხვერპლა.

მე–2 დღეა, გერმანიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება. რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, 12 აპრილს ქვეყანაში დაავდებამ 129 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 2 821, 11 აპრილს კორონავირუსით 171 ადამიანი გარდაიცვალა და 4133 დაინფიცირდა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 27 იანვარს დაფიქსირდა. დაავადებით ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელმა მკვეთრი ზრდა ინფიცირების პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან 2 თვის შემდეგ დაიწყო. ამ დროისთვის ქვეყანაში მკაცრი საკარანტინო ზომები მოქმედებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S