Accentnews.ge
იტალიაში სააღდგომო პერიოდში საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის 22 956 ადამიანი დააჯარიმეს

იტალიაში სააღდგომო პერიოდში საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის 22 956 ადამიანი დააჯარიმეს

13/04/2020 09:39:50 მსოფლიო

იტალიაში სააღდგომო პერიოდში საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის 22 956 ადამიანი დააჯარიმეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის შს სამინისტრო ავრცელებს.

მისივე ცნობით, პარასკევს და შაბათს წესების დარღვევისთვის ქვეყნის მაშტაბით 22 956 ფიზიკური და 397 იურიდიული პირი დაჯარიმდა. ჯარიმა 400-დან 3000 ევრომდე მერყევობს.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. 12 აპრილს ქვეყანაში COVID-19 –ით 431 ადამიანი გარდაიცვალა და 4092 დაინფიცირდა.

  • 11 აპრილი – 619 დაიღუპა და 4694 დაინფიცირდა.
  • 10 აპრილი – 570 დაიღუპა და 3951 დაინფიცირდა
  • 9 აპრილი – 610 დაიღუპა და 4 204 დაინფიცირდა
  • 8 აპრილი – 542 დაიღუპა და 3 836 დაინფიცირდა
  • 7 აპრილი – 604 დაიღუპა და 3 039 დაინფიცირდა
  • 6 აპრილი – 636 დაიღუპა და 3 599 დაინფიცირდა
  • 5 აპრილი – 525 დაიღუპა და 4316 დაინფიცირდა
  • 4 აპრილი – 681 დაიღუპა და 4 805 დაინფიცირდა
  • 3 აპრილი – 766 დაიღუპა და 4 585 დაინფიცირდა
  • 2 აპრილი – 760 დაიღუპა და 4 668 დაინფიცირდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დაავადებამ 19 899 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 156 363, გამოჯანმრთელებულია 34 211.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S