სამხრეთ კორეაში გაიზარდა პირთა რიცხვი, რომლებიც კორონავირუსისგან განიკურნენ, თუმცა ვირუსი ისევ დაუდასტურდათ
13/04/2020 09:17:02 მსოფლიო
სამხრეთ კორეაში 116–მდე გაიზარდა იმ პირთა რიცხვი, რომლებიც ახალი ტიპის კორონავირუსისგან განიკურნენ, თუმცა მოგვიანებით ვირუსი კვლავ დაუდასტურდათ,– ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ამავე წყაროს ცნობით, სამხრეთ კორეაში იკვლევენ, გამოჯანმრთელებულ პაციენტებში ვირუსის რეაქტივაცია მოხდა, თუ გამოჯანმრთელებულები თავიდან დაინფიცირდნენ. ერთ–ერთი ვერსიის თანახმად, საკუტარ როლს შესაძლოა, მცდარი ტესტი თამაშობდეს ან ორგანიზმში ვირუსის ნაშთი კვლავ ნარჩუნდება, თუმცა ის არ არის საშიში არც მისი მატარებლისა და არც სხვა პირებისთვის.


