
იანვარ–მარტში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 1 217.6 მლნ. დოლარი შეადგინა
13/04/2020 08:31:16 ეკონომიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 773.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2.7%-–ით ნაკლებია.
ამავე მონაცემების თანახმად, 2 773.9 მლნ. აშშ დოლარიდან ექსპორტი 778.2 მლნ. აშშ დოლარი იყო (5.9%–ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1 995.8 მლნ. აშშ დოლარი (1.4%–ით ნაკლები).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-მარტში 1 217.6 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.9% შეადგინა.