კორონავირუსის გავრცელების კუთხით საქართველოს სამეზობლოში არსებული ვითარება
13/04/2020 07:14:25 მსოფლიო
საქართველოს სამეზობლოში ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით ყველაზე მძიმე მდგომარეობა, ოფიციალური მონაცემებით, თურქეთშია.
- თურქეთი: 56 956 ინფიცირებული, 1198 გარდაცვლილი
- აზერბაიჯანი: 1098 ინფიცირებული, 11 გარდაცვლილი
- სომხეთი: 1013 ინფიცირებული, 13 გარდაცვლილი
- რუსეთი: 15 770 ინფიცირებული, 130 გარდაცვლილი
არაოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია და მოსკოვი რეალურ ვითარებას მალავს.
ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 114 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 800 000–ს გადააჭარბა, 428 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 266 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 67 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


