აშშ–ის სამხრეთში მდებარე შტატებს ძლიერმა ტორნადომ გადაუარა
13/04/2020 05:45:55 მსოფლიო
აშშ–ის სამხრეთში მდებარე შტატებს ძლიერმა ტორნადომ გადაუარა. სტიქიას მისისიპის შტატში 6 ადამიანი ემსხვერპლა.
ზარალი მიადგა ლუიზიანისა და ტეხასის შტატებსაც. ძლიერმა ქარმა დაანგრია საცხოვრებელი სახლები, დააზიანა ავტომობილები და ელექტროგადამცემი კაბელები.
სახელმწიფო თავშესაფრები პანდემიის გამო დაკეტილია. ადგილობრივი ხელისუფლება ტორნადოთი დაზარალებულ მოსახლეობას თავშესაფრის ძიების შემთხვევაში, თუ ასეთად მაგალითად, სკოლის შენობას გამოიყენებენ, სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს.


